Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელმა დღეს უარყო გაეროს გენერალური


ისრაელმა დღეს უარყო გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის მიერ გამოთქმული კრიტიკა იმასთან დაკავშირებით,

ისრაელმა დღეს უარყო გაეროს გენერალური მდივნის კოფი ანანის მიერ გამოთქმული კრიტიკა იმასთან დაკავშირებით,
რომ ისრაელი დამცავ კედელს აშენებს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, კედლის აგება აუცილებელია, ვინაიდან პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელობა არ ღებულობს გადამწყვეტ ზომებს ტერორისტულ დაჯგუფებათა წინააღმდეგ. პალესტინელთა ავტონომიის პრემიერ-მინისტრმა აჰმედ ქურეიმ, თავის მხრივ, სამშვიდობო პროცესის შეფერხებაში დაადანაშაულა ისრაელის ხელისუფლება. ქურეის თქმით, მოლაპარაკება შეუძლებელია მანამ, ვიდრე ისრაელი არ შეწყვეტს კედლის მშენებლობას.
XS
SM
MD
LG