Accessibility links

logo-print

ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს


ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა,

ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა,
რომ ჩეჩენ სეპარატისტთა ერთ-ერთმა ლიდერმა აჰმედ ზაკაევმა ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო. ამ თვის დასაწყისში ბრიტანეთის სასამართლომ უარყო რუსეთის გენერალური პროკურატურის თხოვნა ზაკაევის გაცემის შესახებ. რუსეთის ხელისუფლება ჩეჩნეთში ადამიანების გატაცებასა და დახოცვაში ადანაშაულებს ზაკაევს. ბრიტანეთის სასამართლომ არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია რუსული მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებანი. აჰმედ ზაკაევი გასული წლის დეკემბრიდან დიდ ბრიტანეთშია. ქვეყანაში ჩასვლისთანავე მან თავშესაფრის მიღების თხოვნით მიმართა ბრიტანეთის ხელისუფლებას და განაცხადა, რომ რუსეთში დაბრუნების შემთხვევაში მას დაპატიმრება და წამება მოელის.
XS
SM
MD
LG