Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შაბათს ერაყში, სოფელ სუვაირთან, ბაღდადის


შაბათს ერაყში, სოფელ სუვაირთან, ბაღდადის სამხრეთით, ესპანეთის დაზვერვის 6 თანამშრომელი იქნა მოკლული.

შაბათს ერაყში, სოფელ სუვაირთან, ბაღდადის სამხრეთით, ესპანეთის დაზვერვის 6 თანამშრომელი იქნა მოკლული.
ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამსახურებრივ მივლინებაში მყოფი მზვერავების გვამები, კოალიციის მებრძოლებმა აღმოაჩინეს. აქამდე ესპანეთმა, რომელიც შეერთებული შტატების ერთ-ერთი მთავარი მოკავშირეა ერაყში, მოკლულების სახით 3 სამხედრომოსამსახურე დაკარგა. დღესვე გახდა ცნობილი, რომ ნიდერლანდებმა გადაწყვიტა ნახევარი წლით გააგრძელოს ერაყში თავისი სამხედრო კონტინგენტის ყოფნის მანდატი. სამხრეთ ერაყში განთავსებულია ათასზე მეტი ჰოლანდიელი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ბრიტანეთის სარდლობას ექვემდებარებიან.
XS
SM
MD
LG