Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა ლიტვასა


მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა ლიტვასა და მოლდავეთში. ვილნიუსში დემონსტრანტები პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვდნენ - ისინი როლანდას პაკსასის

მრავალათასიანი საპროტესტო გამოსვლები გაიმართა ლიტვასა და მოლდავეთში. ვილნიუსში დემონსტრანტები პრეზიდენტის გადადგომას მოითხოვდნენ - ისინი როლანდას პაკსასის
ადმინისტრაციას რუსულ მაფიასთან კავშირში ადანაშაულებენ. კვირის დემონსტრაციის ორგანიზატორი - მოძრაობა "საიუდისი" ირწუნება, რომ პაკსასი არის რუსი კრიმინალებისა და უშიშროების სამსახურის მარიონეტი და მისი მეშვეობით ცდილობენ ეკონომიკურად და პოლიტიკურად აკონტროლონ ლიტვა, რომელიც მალე უნდა გაწევრიანდეს ევროკავშირში. კიშინიოვში კი კვირას მთავრობის გადადგომა და დნესტრისპირეთის სეპარატისტული რეგიონიდან რუსეთის ჯარების გაყვანა მოითხოვეს. საინფორმაციო საგენტოების ცნობით, 25-დან 50 ათასამდე ადამიანი მონაწილეობდა საპროტესტო მარშში ლოზუნგებით "რუსებო, წადით შინ!", "ძირს კომუნისტები!", "გვინდა ნატოში გაწევრიანება!".
XS
SM
MD
LG