Accessibility links

logo-print

ამერიკელი დიპლომატი უილიამ ბარნსი ისრაელს


ამერიკელი დიპლომატი უილიამ ბარნსი ისრაელს მოუწოდებს, მოახდინოს ებრაელთა უკანონო დასახლებების დემონტაჟი.

ამერიკელი დიპლომატი უილიამ ბარნსი ისრაელს მოუწოდებს, მოახდინოს ებრაელთა უკანონო დასახლებების დემონტაჟი.
ბარნსი კვირას ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრ სილვან შალომს შეხვდა. ამასთან, მას არ აუბამს მხარი პალეტინელების მოთხოვნისათვის, შეჩერდეს უშიშროების კედლის მშენებლობა მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე. შალომმა კი ამერიკელ დიპლომატთან შეხვედრის შემდეგ აღნიშნა, რომ ისრაელი მზადაა, განაახლოს სამშვიდობო მოლაპარაკებები, რათა ბოლო მოუღოს სამი წელი მიმდინარე ბრძოლებს. მანამდე პალესტინელების დელეგაციამ არაერთხელ შეცვალა გადაწყვეტილება იმის შესახებ, მიიღებდა თუ არა მონაწილეობას ისრაელთან სიმბოლური სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების ცერემონიაში. მათ ჯერ თქვეს, რომ აღარ აპირებენ, დაესწრონ ცერემონიას, რომელიც ჟენევაში უნდა გაიმართოს. შემდეგ კი დაყაბულდნენ მონაწილეობას, იასირ არაფატის დასტურის მიღების გამო. რაც შეეხება ისრაელის მხარეს, პრემიერ-მინისტრი, არიელ შარონი თავისი ქვეყნისათვის საზიანოდ მიიჩნევს ჟენევის შეთანხმებას: [შარონის ხმა] "მხოლოდ მთავრობას შეუძლია გამართოს მოლაპარაკება საკითხის პოლიტიკური გზით მოგვარებაზე და გააფორმოს შეთანხმება. ეს შეთანხმება ისრაელს ავნებს. მისი დადება შეცდომაა". ახლო აღმოსავლეთიდან მოსული კიდევ ერთი ცნობით, ღაზის სექტორში ავტომანქანის აფეთქებამ ერთი ადამიანის - გასამხედროებულ დაჯგუფება "ისლამური ჯიჰადის" წევრობაში ეჭვმიტანილის სიცოცხლე შეიწირა. ის პალესტინელების პოლიციის მუშაკიც იყო.
XS
SM
MD
LG