Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მის


აშშ-ის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მის ქვეყანას სურს, საბოლოოდ ნატოს ჩააბაროს ავღანეთში სამხედრო ოპერაციის გაძღოლა.

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის განცხადებით, მის ქვეყანას სურს, საბოლოოდ ნატოს ჩააბაროს ავღანეთში სამხედრო ოპერაციის გაძღოლა.
ამ საკითხზე მინისტრმა დონალდ რამსფელდმა კვირას ბრიუსელში ისაუბრა. მისი განმარტებით, ავღანეთში ნატოს როლის გაფართოების იდეამ თავი იჩინა ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტრების ორდღიანი მოლაპარაკებების დროს. ნატომ აგვისტოში დაიწყო ავღანეთში უშიშროების ხელშემწყობი ჯარების (5300-კაციანი სამხედრო შენაერთის) კონტროლი და დაყაბულდა ამ ჯარების საქმიანობის განვრცობას ქაბულის ფარგლებს მიღმა. იმავდროულად აშშ-ის 10 000-კაციანი ჯარი განაგრძობს სამხედრო ოპერაციებს ავღანეთში ორი წლის წინ დამხობილი "თალიბანის" რეჟიმის მოკავშირეების წინააღმდეგ.
XS
SM
MD
LG