Accessibility links

შაბათ-კვირას ერაყში სულ ცოტა 14


შაბათ-კვირას ერაყში სულ ცოტა 14 უცხოელი, მათ შორის ამერიკელი ჯარისკაცები მოკლეს.

შაბათ-კვირას ერაყში სულ ცოტა 14 უცხოელი, მათ შორის ამერიკელი ჯარისკაცები მოკლეს.
დაღუპულთა შორის არიან 7 ესპანელი (უშიშროების სამსახურის მუშაკები), 2 იაპონელი დიპლომატი, 2 სამხრეთკორეელი ელექტროინჟინერი, 2 ამერიკელი ჯარისკაცი და 1 კოლუმბიელი.
აქედან 5 კაცი, მათ შორის 2 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, დღეს, კვირას დაიღუპა. იაპონიის პრემიერ-მინისტრმა იუნიჩირო კოიზუმიმ მწუხარება გამოთქვა მსვხერპლის გამო და პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა განაგრძობს ერაყის რეკონსტრუქციის ხელშეწყობას: [კოიზუმის ხმა] "იაპონიის პოზიცია არ იცვლება. გავაკეთებთ იმას, რაც საჭიროა ერაყის რეკონსტრუქციისათვის. მაგრამ საჭიროა საქმის გამოძიება, აგრეთვე თავდაცვისა და უშიშროების ზომების განმტკიცება". ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა ხოსე მარია ასნარმაც პირობა დადო, რომ მისი ქვეყანა განაგრძობს ერაყში თავისი როლის შესრულებას.
XS
SM
MD
LG