Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სანქტ პეტერებურგში გაიმართა რუსეთისა და


სანქტ პეტერებურგში გაიმართა რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა, რომელზეც საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხნენ.

სანქტ პეტერებურგში გაიმართა რუსეთისა და სომხეთის პრეზიდენტების შეხვედრა, რომელზეც საქართველოში მიმდინარე მოვლენებსაც შეეხნენ.
პუტინის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილე, სერგეი პრიხოდკოს განცხადებით, ვლადიმირ პუტინმა და რობერტ ქოჩარიანმა იმსჯელეს სამხრეთ კავკასიაში შექმნილ ვითარებაზე. დღის წესრიგში იდგა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების გზები. პრიხოდკოს თქმით, რუსეთი მზად არის, მონაწილეობა მიიღოს ამ კონფლიქტის მოგვარებაში, თუ მისი დახმარება საჭიროდ იქნება მიჩნეული. პრიხოდკომ აღნიშნა ასევე, რომ პუტინმა და ქოჩარიანმა იმსჯელეს საქართველოზეც. მისი თქმით, რუსეთი საქართველოს იმ მთავრობასთან ითანამშრომლებს, რომელსაც ამ ქვეყნის ხალხი დაუჭერს მხარს. "საქართველოს პრეზიდენტს არა მოსკოვში, არამედ საქართველოში ირჩევენო", უთხრა პრიხოდკომ ჟურნალისტებს სანქტ-პეტერბურგში. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსი" იუწყება.
XS
SM
MD
LG