Accessibility links

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საგარეო


საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დაამტკიცეს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი თედო ჯაფარიძე.

საქართველოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დაამტკიცეს ეროვნული უშიშროების საბჭოს ყოფილი მდივანი თედო ჯაფარიძე.
მისი კანდიდატურა შაბათს წარუდგინა პარლამენტს საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ. მანამდე, პარასკევს, საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტიდან გადადგა ირაკლი მენაღარიშვილი. ასევე კვირის სხდომაზე საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური სარჩევნო კომისიის თავმჯდომარის პოსტზე დაამტკიცა არასამთავრობო ორგანიზაცია "დემოკრატიისა და სამართლიანი არჩევნების" ზურაბ ჭიაბერაშვილი. მისი კანდიდატურაც პარლამენტს ნინო ბურჯანაძემ წარუდგინა. ჭიაბერაშვილის გარდა ცსკო-ს თავმჯდომარის პოსტზე იურისტ დავით უსუფაშვილის კანდიდატურა განიხილებოდა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ნანა დევდარიანი პარასკევს გადადგა.
XS
SM
MD
LG