Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის


ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მორიგე თავმჯდომარის იაპ დე ჰოოპ სხეფერის განცხადებით,

ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მორიგე თავმჯდომარის იაპ დე ჰოოპ სხეფერის განცხადებით,
ეუთო ყოველმხრივ დაეხმარება საქართველოს მის წინაშე მდგარი ამოცანების გადაჭრაში. მაასტრიხტში, ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გამოსვლისას, სხეფერმა განაცხადა: [სხეფერის ხმა] "ჩემი ვარაუდით, ახალი სახისა და გადაუდებელი თანამშრომლობა აუცილებელია საქართველოსთან, რომელშიც ახლა ძირეული ცვლილებები ხდება. სახეცვლილების პროცესში ამ ქვეყანას გაუჩნდება უზარმაზარი პრობლემები, რომელთა მოსაგვარებლად საჭირო იქნება მნიშვნელოვანი დახმარება გარედან. მოხარული ვარ, განვაცხადო, რომ ეუთო, სხვა ორგანიზაციებთან ერთად, მზად არის ამ დახმარების აღმოსაჩენად." სხეფერმა, რომელიც ნიდერლანდის საგარეო საქმეთა მინისტრიც არის, დასძინა: [სხეფერის ხმა] "ნიდერლანდი ერთ მილიონ ევროს გამოყოფს მომავალი იანვრის არჩევნების დასაფინანსებლად. და, როგორც გავიგე, სხვა ქვეყნებიცა და ევროპის კომისიაც მზად არიან დასახმარებლად - როგორც ახლო მომავალში, ისე შორეული პერსპექტივით."
XS
SM
MD
LG