Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია აცხადებს


სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია აცხადებს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღი უახლოეს ორ დღეში გამოცხადდება.

სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია აცხადებს, რომ მომავალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების თარიღი უახლოეს ორ დღეში გამოცხადდება.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ზურაბ ჟვანიამ აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს და საკითხი მალე გადაწყდება. ამავე ბრიფინგზე ჟვანიამ განაცხადა, რომ რევანშისტული ძალების მხრიდან რეალურად არსებობს ხელისუფლებაში დაბრუნების მცდელობა. მისი თქმით, ამ მიზნით მიმდინარეობს ფულის აქტიური შეგროვება, არის შეიარაღებულ ძალებში შეღწევის ცდებიც. თუმცა, როგორც ჟვანია ამბობს, ასეთი მცდელობები უპერსპექტივოა.
XS
SM
MD
LG