Accessibility links

logo-print

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო


საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს იგორ ივანოვს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნინო ბურჯანაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს იგორ ივანოვს შეხვდა.
ეს შეხვედრა ჰოლანდიის ქალაქ მაასტრიხტში გაიმართა, სადაც დღეს დაიწყო ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს ორდღიანი სხდომა. დახურულ კარს მიღმა მოწყობილი შეხვედრის დეტალებზე ჯერჯერობით არაფერს იტყობინებიან. დღესვე, ბურჯანაძემ უკმაყოფილება გამოთქვა გასულ კვირაში, მოსკოვში გამართულ კონსულტაციებთან დაკავშირებით, რომელშიც მონაწილეობდნენ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის, ასევე აფხაზეთისა და სამხრეთი ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების ლიდერები. [ბურჯანაძის ხმა] "ჩვენ მზად ვართ, უარი ვთქვათ ისტორიით გაპირობებულ ყველა სტერეოტიპზე და ურთიერთობა დავიწყოთ თავიდან. ამასთან, ეს უნდა იყოს ორმხრივი მოძრაობა და ჩვენმა რუსმა კოლეგებმაც უნდა გაიგონ, რომ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შემლახავი ყოველგვარი მოქმედება, რომელსაც ადგილი ჰქონდა გასულ კვირაში მოსკოვში, აბათილებს ყველა დადებით სიგნალს და უნებლიეთ გვაყენებს დაპირისიპირებულ პოზიციაში."
XS
SM
MD
LG