Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მაასტრიხტში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების


მაასტრიხტში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრა დასრულდა დასკვნითი დოკუმენტის მიღების გარეშე,

მაასტრიხტში ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შეხვედრა დასრულდა დასკვნითი დოკუმენტის მიღების გარეშე,
რადგან არ მოხერხდა კონსენსუსის მიღწევა რუსეთის მხრივ საქართველოს და მოლდავეთის საკითხში. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ვლადიმირ ჩიზოვმა სინანული გამოთქვა და განაცხადა, რომ რეზოლუციის ტექსტს რომელსაც რუსეთი არ მიემხრო, არაფერი აქვს საერთო ამ ქვეყნებში პრობლემის მოგვარებასთან. მან სხვა ქვეყნები დადანაშაულა, რომ არ მიღეს რუსეთის შეთავაზებული ტექსტი. ჩიზოვმა თქვა აგრეთვე, რომ ამ ქვეყნებში აღჭურვილობის დატოვება ორხრივი შეთანხებით მოხდა, ეუთოს გარეშე. რუსეთმა, განაცხადა მან, პასუხისმგებლობა იკისრა, რომ ჯარს გაიყვანს, როცა პირობები შეიქმნება და პირობები კი, ჯერ არა არის. ეუთოს თავმჯდომარემ - ჰოლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა - სხეფერმა თავისი განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ყველა ის პასაჟი, რომელსაც რუსეთი არ დაეთანხმა, შეტანილია. სხეფერმა თქვა, რომ ასე მოიქცა, რადგან რუსეთის გარდა ყველა სხვა 54 სახელმწიფო ტექსტს მიემხრო. ამ შევხედრაზე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კოლინ პაუელმა რუსეთს მოუწოდა სტამბოლში ნაკისრი ვალდებულება საქართველოდან და მოლდავეთიდან ჯარს გაყვანის შესახებ შეასრულოს. [პაუელის ხმა] "მე ასევე გავაფრთხილე რუსეთი და საქართველო მოაგვარონ საქართველოში რუსეთის სამხედრო ყოფნის საკითხი. კიდევ ერთხელ მოვუწოდე, რომ შესრულდეს სტამბოლის ვალდებულება და მინდა ჩემი სინანული გამოვხატო, რომ ვერ მოხერხდა კონსენსუსი ამ მნივშნელოვანი საკითხის გარშემო" . უფრო ადრე პაუელმა საქართველოში სეპარატიზმისთვის ხელშეწყობის გამო გაფრთხილება გამოხატა. პაუელმა თქვა, რომ ვაშინგტონი ითანამშრომლებს ამ მთავრობასთან, რათა ახალი არჩევნები კონტიტუციის შესაბამისად ჩატარდეს.
XS
SM
MD
LG