Accessibility links

logo-print

ერაყში კოალიციის ჯარზე კიდევ ერთი


ერაყში კოალიციის ჯარზე კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა, ქალაქ სამარასთან, ბაღდადის ჩრდილოეთში ამერიკელი ჯარისკაცი მოკლეს.

ერაყში კოალიციის ჯარზე კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა, ქალაქ სამარასთან, ბაღდადის ჩრდილოეთში ამერიკელი ჯარისკაცი მოკლეს.
დღეს აშშ-ის არმიამ უარყო რომ ქალაქ ქირქუქში დააპატიმრეს იზატ იბრაჰიმი - სადამ ჰუსეინის ახლო მრჩეველი.
დღესვე ესპანეთში დაკრძალეს ამ ქვეყნის კონტრდაზვერვის 7 თანამშრომელი, რომლებიც შაბათს დახოცეს ერაყში. ესპანეთის პრემიერმა ხოსე მარია ასნარმა უარყო პარლამენტის მოთხოვნა ერაყიდან ჯარის გაყვანის შესახებ. ასნარის პოლიტიკური ოპონენტები მოითხოვენ, რომ ჯარი იქ გაეროს მეთაურობით განთავსდეს. სოციალისტური ოპოზიციის ლიდერმა ხოსე ლუის როდრიგეს საპატერომ თქვა, რომ კოალიციის ჯარი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს. მემარცხენეთა ლიდერი ჯარის დაუყოვნებლივ გაყვანას მოითხოვს ერაყიდან.
XS
SM
MD
LG