Accessibility links

logo-print

მოლდავეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა გეგმას


მოლდავეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა გეგმას, რომელიც ითვალისწინებს მრავალეროვანი ჯარების განთავსებას ბუფერულ ზონაში

მოლდავეთის პრეზიდენტმა მხარი დაუჭირა გეგმას, რომელიც ითვალისწინებს მრავალეროვანი ჯარების განთავსებას ბუფერულ ზონაში
მოლდავეთის სეპარატისტულ რეგიონ დნესტრისპირეთში ვითარების სტაბილიზაციისა და ამ რეგიონიდან რუსეთის ჯარების გასვლის დაჩქარების მიზნით. ამ გეგმას აშშ ემხრობა. მოლდავეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ ვორონინის თქმით: [ვორონისის ხმა] "ეს იდეა უნდა განვავითაროთ. შესაძლოა, მისი მეშვეობით დასრულდეს დნესტრისპირეთიდან რუსეთის იარაღისა და სამხედრო პერსონალის გასვლა". ამასთან, ვორონინს არ გამოურიცხავს მომავალ მრავალეროვან სამშვიდობო ჯარებში რუსი სამხედრო მოსამსახურეების ჩართვა. ვორონინის ეს გამოსვლა მოჰყვა აშშ-ის სახელმწიფო მდივან კოლინ პაუელის მოწოდებას ეუთოსადმი, ხელი შეუწყოს სტაბილიზაციის ხელშემწყობი მრავალეროვანი სამშვიდობო ჯარების ფორმირებას. ამ შინაარსის განცხადება პაუელმა სამშაბათს გააკეთა.
XS
SM
MD
LG