Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთი საქართველოსაგან მოითხოვს ახსნა-განმარტებას თბილისში


რუსეთი საქართველოსაგან მოითხოვს ახსნა-განმარტებას თბილისში ბორის ბერეზოვსკის ვიზიტთან დაკავშირებით.

რუსეთი საქართველოსაგან მოითხოვს ახსნა-განმარტებას თბილისში ბორის ბერეზოვსკის ვიზიტთან დაკავშირებით.
ასეთი შინაარსის განცხადება გააკეთა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, "მოსკოვი საქართველოსაგან მოითხოვს ახსნა-განმარტებას იმასთან დკავშირებით, თუ რატომ არ მიიღეს სათანადო ზომები ბერეზოვსკის შესაპყრობად და რუსეთისათვის გადასაცემად". ამავე განცხადებით, საქართველოს უნდა სცოდნოდა, რომ ბერეზოვსკი ინტერპოლის მიერ ძებნილ პირთა სიაშია შეყვანილი. ცნობილი რუსი ოლიგარქი ბრიტანეთში ცხოვრობს და წუხელ რამდენიმე საათით იმყოფებოდა თბილისში სხვისი სახელით. როგორც ბერეზოვკსიმ მოგვიანებით, რადიო "ეხო მოსკვისთან" ინტერვიუში თქვა, მან საქართველოში ჩასვლისას გამოიყენა "პლატონ ელენინის" სახელზე გაფორმებული პასპორტი. ეს პასპორტი ბერეზოვსკის, მისივე სიტყვებით, ბრიტანეთის ხელისუფლებამ მისცა "დევნისაგან დასაცავად". ბერეზოვსკიმ თბილისში ვიზიტის მიზეზად დაასახელა მეგობართან, ბადრი პატარკაციშვილთან შეხვედრა და აღნიშნა, რომ არ აპირებს საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევას. ბერეზოვსკი თბილისში წუხელ ღამის ასე, 12 სათზე ჩავიდა და იქ 5 საათი დაჰყო. საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნინო ბურჯანაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას არანაირი კავშირი არა აქვს ამ ვიზიტთან.
XS
SM
MD
LG