Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ასლან აბაშიძე მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე


ასლან აბაშიძე მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ აჭარა ბოიკოტს გამოუცხადებს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებს, თუ

ასლან აბაშიძე მოსკოვში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, რომ აჭარა ბოიკოტს გამოუცხადებს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნებს, თუ
არჩევნები გეგმაზე, ანუ 4 იანვარზე უფრო გვიან არ ჩატარდება. [ასლან აბაშიძის ხმა] "ასეთ მოკლე ვადაში ასეთი რანგის არჩევნების ჩატარება არ შეიძლება. ის კარგად უნდა მომზადდეს. თუ მორიგი ფარსის ჩატარება გვინდა, კი ბატონო, ეს სხვა საქმეა. თუ არჩევნებს არ გადაწევენ, ჩვენ არ მივიღებთ მასში მონაწილეობას". კერძოდ, აბაშიძე ფიქრობს, რომ საჭიროა არჩევნების 7 თვით გადატანა - "ეს საკმარისი ვადაა სიტუაციის გასარკვევადო", დასძინა მან. იქვე აბაშიძემ საქართველოს ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისათვის მზადყოფნა გამოთქვა. მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე აჭარის მეთაური რამდენიმე სხვა საკითხსაც შეეხო. საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსის" ცნობით, მან გამორიცხა აჭარის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გაყვანის შესაძლებლობა და მხარი დაუჭირა საქართველოს სახელმწიფოებრივი მოწყობის საკითხის განხილვას.
XS
SM
MD
LG