Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი ერთი დღით ჩავიდა ბაქოში. ის არის უმაღლესი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირი,

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი ერთი დღით ჩავიდა ბაქოში. ის არის უმაღლესი რანგის ამერიკელი ოფიციალური პირი,
რომელიც აზერბაიჯანში პრეზიდენტად ილჰამ ალიევის არჩევის შემდეგ სტუმრობს. ამ სამუშაო ვიზიტის დეტალებზე პენტაგონს არ გაუვრცელებია ოფიციალური ინფორმაცია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიგი წერეთელმა ოთხშაბათს ჟურნალისტებს აცნობა, რომ კვირის ბოლოს რამსფელდი საქართველოს ეწვევა და ეს ვიზიტი, წერეთლის შეფასებით, დაადასტურებს საქართველოს ახალი ხელისუფლებისადმი აშშ-ის დაინტერესებას. რამსფელდის ვიზიტის დროს დაგეგმილია სამხედრო სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივაზე მოლაპარაკება.
XS
SM
MD
LG