Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიტვის პრეზიდენტ როლანდას პაკსასზე იზრდება


ლიტვის პრეზიდენტ როლანდას პაკსასზე იზრდება ზეწოლა გადადგომის მოთხოვნით, მაგრამ ის არ აპირებს პოსტზე უარის ვადამდე თქმას. პაკსასმა ხუთშაბათს გააუქმა შეერთებულ შტატებში ვიზიტი

ლიტვის პრეზიდენტ როლანდას პაკსასზე იზრდება ზეწოლა გადადგომის მოთხოვნით, მაგრამ ის არ აპირებს პოსტზე უარის ვადამდე თქმას. პაკსასმა ხუთშაბათს გააუქმა შეერთებულ შტატებში ვიზიტი
- როგორც ჩანს მას შემდეგ, რაც ვაშინგტონმა ითხოვა გადავადება ლიტვის საშინაო პოლიტიკაში სიძნელეებთან დაკავშირებით. პაკსასის გადადგომა მოითხოვეს ლიტვის პრემიერ-მინისტრმა ალგირდას ბრაზაუსკასმა და პარლამენტის თავმჯდომარემ არტურას პაულაუსკასმა.ხუთშაბათს პაკსასი საკონსტიტუციო სასამართლოში გამოკითხეს იმის გასარკვევად, დაარღვია თუ არა პრეზიდენტმა კანონი, როცა ლიტვის მოქალაქეობა მისცა რუს ბიზნესმენს - წინასაარჩევნო კამპანიაში პაკსასის მთავარ დამფინანსებელს, რომელსაც იარაღით უკანონო ვაჭრობაში ადანაშაულებენ. პაკსასი ყველა ბრალდებას უარყოფს.
XS
SM
MD
LG