Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გააუქმა


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გააუქმა იმპორტირებულ ფოლადზე 20 თვის წინ შემოღებული ტარიფები.

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა გააუქმა იმპორტირებულ ფოლადზე 20 თვის წინ შემოღებული ტარიფები.
შესახებ ხუთშაბათს გააკეთა განცხადება თეთრი სახლის პრეს-მდივანმა სკოტ მაკკლელანმა. ჯორჯ ბუშის გადაწყვეტილების შედეგად ამერიკას აღარ ემუქრება ფოლადის იმპორტის ტარიფების საპასუხო ეკონომიკური ზომები ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან. პრეს-მდივანმა ჟურნალისტებს ბუშის წერილობითი განცხადება გააცნო: [მაკკლელანის ხმა] "ეს ზომა მიღებული იქნა იმ მიზნით, რომ მრეწველობა მორგებოდა უცხოური იმპორტის მატებას და რომ გაუმჯობესებულიყო ფოლადთან სამუშაო ადგილებრით დაკავშირებული ადამიანების მდგომარეობა. ამ ზომებმა მიზანს მიაღწია და, შეცვლილი ეკონომიკური გარემოებების შესაბამისად, მათი გაუქმების დრო დადგა". გეგმით, ტარიფები ძალაში უნდა დარჩენილიყო 2005 წლამდე. ბუშმა მათი ვადამდე გაუქმება გადაწყვიტა მას შემდეგ, რაც ევროკავშირი და ამერიკის სხვა სავაჭრო პარტნიორები დაიმუქრნენ მრავალ ამერიკულ ნაწარმზე მილიონობით დოლარის სანქციების შემოღებით. ბუშის გადაწყვეტილებას უკვე მოჰყვა დადებითი გამოხმაურება - ევროკომისარმა ვაჭრობის საკითხებში პასკალ ლამიმ აღნიშნა, რომ ევროკავშირი აღარ იმუქრება სანქციების შემოღებით.
XS
SM
MD
LG