Accessibility links

logo-print

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი


აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი ავღანეთს ეწვია და შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის,

აშშ-ის თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი ავღანეთს ეწვია და შეხვდა ქვეყნის პრეზიდენტ ჰამიდ კარზაის,
ასევე ერთმანეთში მოქიშპე ორ საველე მეთაურს. რამსფელდმა და კარზაიმ განიხილეს 2004 წლის ივნისში დანიშნულ არჩევნებთან, ავღანეთში რეფორმებთან და დემილიტარიზაციის გეგმასთან დაკავშირებული საკითხები. კარზაის შეფასებით, ვითარება ავღანეთში უმჯობესდება - ამის დასტურია ის, რომ საველე მეთაურები იარაღს ჰყრიან და ამზადებენ თავიანთ შენაერთებს ეროვნულ არმიაში შესაერთებლად. იუწყებიან აგრეთვე, რომ ქაბულში რამსფელდის ვიზიტის დროს აფეთქება მოხდა ამერიკული საელჩოს სიახლოვეს. დღეს უფრო ადრე რამსფელდში შეხვდა ორ გავლენიან საველე მეთაურს ჩრდილოეთი ავღანეთის ქალაქ მაზარ-ი-შარიფში, ერთმანეთში მოქიშპე აბდულ რაშიდ დოსტუმსა და ატა მოჰამედს. ის მოლაპარაკებით კმაყოფილი დარჩა: [რამსფელდის ხმა] "... ორივე დაყაბულდა მძიმე შეიარაღების დაყრისა და განიარაღების პროგრამას. მათ უკვე დაიწყეს სვლა სწორი მიმართულებით. და ჩვენ ამას, რასაკვირველია, ვაფასებთ." პარასკევს, 5 დეკემბერს რამსფელდი ორი დღით ეწვევა თბილისს. როგორც საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსი" იუწყება, მას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში უთხრეს, რომ რამსფელდი შაბათს გამართავს მთავარ შეხვედრებს. მათ შორის შეხვედრებს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელ ნინო ბურჯანაძესთან, თავდაცვის მინისტრ დავით თევზაძესთან და სახელმწიფო მინისტრ ზურაბ ჟვანიასთან. მხარეები განიხილავენ სამხედრო სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივას.
XS
SM
MD
LG