Accessibility links

logo-print

საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა


საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ხუთშაბათს ოფიციალურად დაიწყო საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია.

საქართველოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ხუთშაბათს ოფიციალურად დაიწყო საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია.
ცერემონიაზე, რომელიც თბილისში, მოსწავლეთა სასახლეში გაიმართა, საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ პირობა დადო, რომ საპრეზიდენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი იქნება. მანვე გამოთქვა რწმენა, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში მიხეილ სააკაშვილი გაიმარჯვებს. [ნინო ბურჯანაძის ხმა] "ჩვენ დარწმუნებული ვართ იმაში, რომ საპრეზიდენტო არჩევნებში გავიმარჯვებთ. დარწმუნებული ვართ იმაში, რომ საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, რომელსაც ძალიან ღირსეულად, დემოკრატიულად ჩავატარებთ, ჩავატარებთ დემოკრატიულ და თავისუფალ საპარლამენტო არჩევნებს". მიხეილ სააკაშვილის განცხადებით კი, მისი მთავარი კონკურენტები იქნებიან "დრო და ის ხალხი, ვისაც საქართველოში დესტაბილიზაცია სურს". [მიხეილ სააკაშვილის ხმა] "ჩვენ გვაქვს საერთო მომავალი და არავის არ ვურჩევ ხალხის წინააღმდეგ ასე წასვლას. ის, ვინც ამბობს, რომ საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გადაიდოს, ან უნდა ჩაიშალოს, არ აცნობიერებს იმას, რომ ყოველი დღე გადადება იმისა, რომ ქვეყანას ჰყავდეს კანონიერად არჩეული პრეზიდენტი, ნიშნავს ახალ საფრთხეს, ახალი უბედურების დასაწყისის შესაძლებლობას. და ჩვენ, ყველა ერთად, ამას არ დავუშვებთ". მიხეილ სააკაშვილის საარჩევნო შტაბს სახელმწიფო მინისტრი ზურაბ ჟვანია უხელმძღვანელებს. [ზურაბ ჟვანიას ხმა] "ჩვენ ძალიან ძნელი გზა გველის წინ და აუარებელი საქმე არის გაკეთებული. მაგრამ, რეალურად, უმთავრესი პირველი ნაბიჯი უნდა იყოს სამაგალითოდ, სანიმუშოდ ჩატარება საპრეზიდენტო არჩევნების". 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებში სულ 15 ადამიანის კანდიდატურაა წამოყენებული.
XS
SM
MD
LG