Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

როგორ უნდა მოგვარდეს ურთიერთობა თბილისისა და ბათუმის ხელისუფალთა შორის


თამარ ჩიქოვანი, თბილისი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი ასლან აბაშიძე ბოლო 10 დღეა, მოსკოვს სტუმრობს. მისი მოსკოვში ვიზიტები აქამდეც აღიზიანებდა საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას.

თბილისის ხელისუფლების უკმაყოფილების საფუძველი ახლაც აქვს - ავტონომიის ლიდერი, ფაქტიურად, დაუმორჩილებლობას უცხადებს ხელისუფლებას და გარკვეული პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ეჭვქვეშ აყენებს აჭარის მონაწილეობას საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში.
როგორ უნდა მოგვარდეს კიდევ უფრო გართულებული ურთიერთობები აჭარის ავტონომიის ხელმძღვანელსა და ახალ ხელისუფლებას შორის, რამდენად შესაძლებელია ამ კონფლიქტის "დანაკარგების" გარეშე მოგვარება - ამ კითხვებს პასუხობს რადიო "თავისუფლების" თბილისის სტუდიის სტუმარი, კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი, რომელსაც თამარ ჩიქოვანი ესაუბრა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG