Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ვიზიტისას შეერთებული შტატების თავდაცვის


თბილისში ვიზიტისას შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძესა და მიხეილ სააკაშვილთან

თბილისში ვიზიტისას შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრი დონალდ რამსფელდი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ ნინო ბურჯანაძესა და მიხეილ სააკაშვილთან
ერთად ჟურნალისტების წინაშე წარსდგა. რამსფელდმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები დიდად აფასებს საქართველოს დახმარებას როგორც ტერორიზმთან, ასევე ავღანეთისა და ერაყის განთავისუფლებისათვის ბრძოლაში. დონალდ რამსფელდმა საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ თქვა: [რამსფელდის ხმა]
"შეერთებულ შტატებს მიაჩნია, რომ რუსეთმა უნდა შეასრულოს სტამბოლის შეთანხმებით აღებული ვალდებულება საქართველოდან რუსეთის სამხედრო ბაზების გაყვანის შესახებ". რამსფელდმა აგრეთვე აღნიშნა, რომ შტატები მიესალმება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების განზრახვას საქართველოში და რომ მისი ქვეყანა მზად არის საქართველოს მომავალშიც გაუწიოს დახმარება. იმავე პრესკონფერენციაზე საქართველოს მოქმედმა პრეზიდენტმა მორიგი განცხადება გააკეთა რუსეთის ხელისუფლების მისამართით: [ბურჯანაძის ხმა] "რუსეთის პრეზიდენტი ყოველგვარი დათქმის გარეშე აცხადებს, რომ ის მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, არის ძალიან სერიოზული ძალები რუსეთში, რომლებიც მართლაც უწევენ მხარდაჭერას სეპარატისტულ ძალებს, რაც ცხადია, ართულებს საქართველოში ვითარებას".
XS
SM
MD
LG