Accessibility links

5 დეკემბერს თბილისში რუსეთის საელჩოს


5 დეკემბერს თბილისში რუსეთის საელჩოს მრჩეველ-დესპანი ვიქტორ რინზაზე გაძარცვის მიზნით შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. რუსეთის საელჩოს ინფორმაციით, დიპლომატს ბოროტმოქმედები გარაჟის მახლობლად ელოდებოდნენ.

5 დეკემბერს თბილისში რუსეთის საელჩოს მრჩეველ-დესპანი ვიქტორ რინზაზე გაძარცვის მიზნით შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. რუსეთის საელჩოს ინფორმაციით, დიპლომატს ბოროტმოქმედები გარაჟის მახლობლად ელოდებოდნენ.
მათ ვიქტორ რინზა სცემეს და სამსახურის კუთვნილი "ტოიოტას" მარკის ავტომობილი წაართვეს, თუმცა, მალევე, მომხდარი ავარიის გამო მისი კუს ტბასთან დატოვება მოუხდათ. ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის ინფორმაციის თანახმად კი, მძარცველები ჯერ აბაშიძის ქუჩაზე ტაქსის დაეჯახნენ, შემდეგ კი ავტომანქანა პოლიციელთა დევნის გამო დატოვეს. თავად ვიქტორ რინზა ამიერკავკასიაში რუსეთის საჯარისო დაჯგუფების ჰოსპიტალში გადაიყვანეს, მოგვიანებით კი სახლში წასვლის ნება მისცეს. ამ ფაქტთან დაკავშირებით საპროტესტო განცხადებები გაავრცელეს როგორც რუსეთის საელჩომ საქართველოში, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, რომელშიც ინციდენტს "ყაჩაღურ პროვოკაციულ აქციას" უწოდებენ. რუსეთის საელჩომ კი საქართველოში მოქმედ სხვა დიპლომატიურ წარმომადგენლობებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სამართალდამცავთა წინააღმდეგ კოლექტიური დემარშისკენ მოუწოდა.
XS
SM
MD
LG