Accessibility links

logo-print

უკანასკნელი მონაცემებით, 41 ადამიანი დაიღუპა


უკანასკნელი მონაცემებით, 41 ადამიანი დაიღუპა მინერალნიე ვოდიდან კისლოვოდსკში მიმავალ მატარებელში პარასკევს მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად.

უკანასკნელი მონაცემებით, 41 ადამიანი დაიღუპა მინერალნიე ვოდიდან კისლოვოდსკში მიმავალ მატარებელში პარასკევს მომხდარი ტერორისტული აქტის შედეგად.
150-ზე მეტი დაშავებული ესენტუკის, პიატიგორსკის, კისლოვოდსკის, მინერალნიე ვოდისა და პრედგორნის რაიონის საავადმყოფოებშია მოთავსებული. მათ მილიციელები იცავენ; ჟურნალისტებს არ უშვებენ დაზარალებულებთან, ვინაიდან ისინი მოწმეებად ითვლებიან მატარებელში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით. გამოძიების ვერსიით, აფეთქება განახორციელა თვითმკვლელმა ტერორისტმა, რომლის გვამი შემთხვევის ადგილზე ნახეს. არაოფიციალური მონაცემებით, ამ ტერაქტთან კიდევ 3 ქალია დაკავშირებული. 8 დეკემბერი, სტავროპოლის მხარესა და მეზობელ ყარაჩაი-ჩერქეზეთში, გლოვის დღედაა გამოცხადებული.
XS
SM
MD
LG