Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ


შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა, დღეს ბაღდადში,

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა, დღეს ბაღდადში,
ამერიკა-ბრიტანეთის დროებითი ადმინისტრაციის უფროსს პოლ ბრემერთან შეხვედრისას, ერაყის სუვერენიტეტის აღდგენის საკითხი განიხილა. მანამდე რამსფელდი ქალაქ ქირქუქში შეხვდა ამერიკის ჯარის სარდლობის წარმომადგენლებს, აგრეთვე ერაყის ლიდერებს და ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური ვითარების შესახებ იმსჯელა. პენტაგონის თავკაცმა განაცხადა, რომ აუცილებლად მიაჩნია დაჩქარდეს ერაყის უშიშროების ძალების მომზადება. ამერიკის სარდლობის წარმომადგენელმა, გენერალმა რეი ოდიერნომ დონალდ რამსფელდს აცნობა, რომ უკანასკნელ დროს 50-დან 20-დე შემცირდა ერაყში კოალიციის ძალებზე ყოველდღიური თავდასხმები.
XS
SM
MD
LG