Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა გადაწყვიტა, გამარტივებული სავიზო რეჟიმი


რუსეთმა გადაწყვიტა, გამარტივებული სავიზო რეჟიმი შემოიღოს საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც აჭარის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.

რუსეთმა გადაწყვიტა, გამარტივებული სავიზო რეჟიმი შემოიღოს საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც აჭარის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.
შეთანხმება ამის შესახებ მიღწეულ იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ასლან აბაშიძის ამასწინანდელ მოლაპარაკებაზე რუსეთის ხელმძღვანელობასთან. საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ პროტესტი გამოთქვა მოსკოვის გადაწყვეტილების გამო და მას საქართველოს საშინაო საქმეებში ჩარევა უწოდა. გამარტივებული სავიზო რეჟიმი ძალაში ხვალიდან შევა.
XS
SM
MD
LG