Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით


რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ამ ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატის - სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება

რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებით, ამ ქვეყნის პარლამენტის ქვედა პალატის - სახელმწიფო სათათბიროს არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება
მოიპოვა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მხარდამჭერმა პარტიამ სახელწოდებით "ერთიანი რუსეთი". როგორც კომისიის თავმჯდომარემ ალექსანდრ ვეშნიაკოვმა განაცხადა, საბოლოო შედეგების თანახმად "ერთიანმა რუსეთმა" 37 პროცენტი მოაგროვა და საგრძნობლად ჩამოიტოვა მეტოქეები. გუშინ გამართულ კენჭისყრაში მეორე ადგილი მოიპოვა კომუნისტურმა პარტიამ - თითქმის 13 პროცენტი; ხოლო მესამე - ლიბერალურ-დემოკრატიულმა პარტიამ - 12 პროცენტზე ოდნავ ნაკლები. ბლოკ "სამშობლოს" მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 9 პროცენტმა.
XS
SM
MD
LG