Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის პრემიერ მინისტრის მრჩეველმა დორე


ისრაელის პრემიერ მინისტრის მრჩეველმა დორე გოლდმა დაადანაშაულა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია თვალთმაქცობაში იმის გამო,

ისრაელის პრემიერ მინისტრის მრჩეველმა დორე გოლდმა დაადანაშაულა გაერთიანებული ერების ორგანიზაცია თვალთმაქცობაში იმის გამო,
რომ გაეროს გენერალურმა ასამბლეამ ხმა მისცა გადაწყვეტილებას, მიმართონ საერთაშორისო სასამართლოს - იმისათვის რომ დადგინდეს, არის თუ არა კანონიერი ისრაელის მიერ პალესტინელთა ტერიტორიის - ღაზის სექტორის - გარშემო გამყოფი ზღუდის აგება. გოლდმა ბრალად დასდო გაეროს, რომ არაფერს აკეთებს ისრაელზე თვითმკვლელების თავდასხმის წინააღმდეგ, ამავე დროს კი გმობს ამ ზღუდის მშენებლობას. ჰააგის სასამათლომ შეიძლება თვეები მოანდომოს ამ საკითხის განხილვას. გადაწყვეტილებას არ ექნება იურიდიული ძალა, მაგრამ წარმოადგენს ისრაელზე დიპლომატიური ზეწოლის საშუალებას, შეწყვიტოს ნაწილობრივი უკვე აშენებული 680 კილომეტრიანი ზღუდე.
ისრაელის ხელისუფლებმ დღეს გამოაცხადა, რომ დააკავეს "ჰამასის" გაერთიანების ორი წევრი, რომლებიც ტერაქტს გეგმავდნენ.
XS
SM
MD
LG