Accessibility links

logo-print

ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის


ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას გამზადებული აქვს "ოთხი კედელი"

ნაციონალური მოძრაობის ლიდერის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, მას გამზადებული აქვს "ოთხი კედელი"
იმისთვის, ვინც გადაწყვეტს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის "ციხეში მომწყვდევას, რეგიონისთვის ბარიერების შემოვლებასა და მის პირად საკუთრებად გამოცხადებას". აჭარა ასლან აბაშიძის საკუთრება არ არისო - დასძინა სააკაშვილმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ყრილობაზე გამოსვლისას. პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, იგი მზად არის ყოველგვარ დათმობაზე წავიდეს აბაშიძესთან, მაგრამ არა საქართველოს ხარჯზე. შეეხო რა რუსეთის თემას, სააკაშვილმა თქვა, რომ საქართველო მზად არის, დაივიწყოს, რაც მოსკოვმა აფხაზეთსა და ცხინვალში გააკეთა, ოღონდ რუსეთი უნდა მიხვდეს, რომ საქართველო აღარ არის მისი ვასალი, მონა და უბრალოდ ტერიტორია, არამედ სახელმწიფოა. მისი თქმით, რუსეთს უნდა ესმოდეს, რომ საქართველოს მეგობრობა სურს, მაგრამ მას უამრავი სხვა არჩევანიც აქვს.
XS
SM
MD
LG