Accessibility links

logo-print

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის დაგლას


აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის დაგლას ფითის განცხადებით, ვაშინგტონმა ევროპაში განთავსებული თავისი ჯარების

აშშ-ის თავდაცვის მინისტრის თანაშემწის დაგლას ფითის განცხადებით, ვაშინგტონმა ევროპაში განთავსებული თავისი ჯარების
გადაჯგუფება უნდა მოახდინოს, რათა, მსოფლიოში შეცვლილი ვითარების გათვალისწინებით, უფრო ეფექტიანად შეძლოს რეაქცია, როცა საამისო აუცილებლობა გაჩნდება. ფითი დღეს ბუქარესტში შეხვდა რუმინეთის თავდაცვის მინისტრს მირჩა პასკუს. ფითმა განაცხადა, რომ აშშ-ის შეიარაღებული ძალები, შესაძლოა, განთავსებულ იქნეს რუმინეთში, რომელიც გაისად ნატოში უნდა გაწევრიანდეს. თუმცა, მინისტრის თანაშემწის თქმით, ახალი ბაზების კონკრეტული ადგილმდებარეობის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღიათ.
XS
SM
MD
LG