Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია


დღეს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადაეცა ირანელ ვექილ ქალს შირინ ებადის.

დღეს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია გადაეცა ირანელ ვექილ ქალს შირინ ებადის.
ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში გამართული ცერემონიის შემდეგ ებადიმ განაცხადა, რომ ტერორიზმთან ბრძოლის საბაბით ზოგი ქვეყანა საერთაშორისო კანონებსა და ადამიანის უფლებებს არღვევს. [შირინ ებადის ხმა] "ბოლო ორი წლის მანძილზე, ზოგი სახელმწიფო, 11 სექტემბრის ტრაგედიისა და საერთაშორისო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის საბაბით, არღვევდა უნივერსალურ პრინციპებსა და ადამიანის უფლებებს." შირინ ებადი პირველი მაჰმადიანი ქალი და პირველი ირანელია, რომელსაც ნობელის სამშვიდობო პრემია მიენიჭა - ქალთა და ბავშვთა უფლებების დაცვის საქმეში შეტანილი წვლილისთვის.
XS
SM
MD
LG