Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო


საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ ვერ დაითანხმა აჭარის ხელმძღვანელობა,

საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო ბურჯანაძემ ვერ დაითანხმა აჭარის ხელმძღვანელობა,
ბოიკოტი არ გამოუცხადოს 4 იანვრისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებს. ბათუმიდან თბილისში დაბრუნებისთანავე, ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, რომ ძირითად საკითხებში ავტონომიური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარეს, ასლან აბაშიძეს თავისი პოზიცია არ შეუცვლია. [ნინო ბურჯანაძის ხმა] "ბატონი ასლანის პრეტენზიები და დამოკიდებულება ცნობილია, ეს დამოკიდებულება ჯერჯერობით არ შეცვლილა." მოლაპარაკების ძირითადი თემა იყო 4 იანვრის ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში აჭარის მოსახლეობის მონაწილეობის საკითხი. უწინ ასლან აბაშიძეს არაერთხელ განუცხადებია, რომ ავტონომიის მოსახლეობა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს. დღესვე, აჭარის ხელმძღვანელობამ კატეგორიულად გამორიცხა დიალოგი ნაციონალური მოძრაობის ლიდერ მიხეილ სააკაშვილთან. პრაიმ-ნიუსის სააგენტოს მოჰყავს აღორძინების კავშირის თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის ცოტნე ბაკურიას სიტყვები იმის თაობაზე, რომ სააკაშვილი გაუწონასწორებელი პიროვნებაა და მასთან საუბარი წარმოუდგენელია.
XS
SM
MD
LG