Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ მიანიშნა


პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ მიანიშნა, რომ ერაყის აღდგენაში, შესაძლოა, მონაწილეობა მიაღებინოს იმ ქვეყნების ფირმებსაც,

პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის ადმინისტრაციამ მიანიშნა, რომ ერაყის აღდგენაში, შესაძლოა, მონაწილეობა მიაღებინოს იმ ქვეყნების ფირმებსაც,
რომლებიც სამხედრო ოპერაციის ჩატარებას ეწინააღმდეგებოდნენ - თუ ეს სახელმწიფოები ახლა მაინც შეუერთდებიან კოალიციას. თეთრი სახლის პრესმდივანმა სკოტ მაკკლელანმა "ლოგიკური და მისაღები" უწოდა აშშ-ის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად ერაყის აღდგენასთან დაკავშირებული კონტრაქტები მხოლოდ კოალიციის წევრი ქვეყნების ფირმებმა უნდა მიიღონ. თუმცა, პრესმდივანმა არ გამორიცხა, რომ ეს წესი შეიძლება შეიცვალოს. [სკოტ მაკკლელანის ხმა] დღეს საფრანგეთმა, გერმანიამ და რუსეთმა მკაცრად გააკრიტიკეს აშშ-ის გადაწყვეტილება. საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ევროპის კავშირის წევრ სხვა ქვეყნებთან ერთად იგი შეისწავლის ვაშინგტონის გადაწყვეტილების იურიდიულ მართებულობას. გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა ხსენებულ გადაწყვეტილებას "მიუღებელი" უწოდა. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა იგორ ივანოვმა განაცხადა, რომ ერაყის აღდგენა მთელი საერთაშორისო თანამეგობრობის საქმეა.
XS
SM
MD
LG