Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მხოლოდ იმ


აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მხოლოდ იმ ქვეყნებს შორის უნდა განაწილდეს ერაყში სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებული კონტრაქტები,

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, მხოლოდ იმ ქვეყნებს შორის უნდა განაწილდეს ერაყში სარეკონსტრუქციო სამუშაოებთან დაკავშირებული კონტრაქტები,
რომლებმაც ერაყში ჯარები გააგზავნეს. ლაპარაკია 18 მილიარდი დოლარის კონტრაქტებზე, რომელთაც აშშ აფინანსებს. ამ განცხადებით ბუში ხუთშაბათს ვაშინგტონში გამოეხმაურა თავისი ადმინისტრაციის გადაწყვეტილებას, არ მისცეს კონტრაქტების დადების საშუალება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია და კანადა. ბუშის არგუმენტი ასეთია: [ჯორჯ ბუშის ხმა] "ჩვენი მებრძოლები, ქალები და მამაკაცები ამაყობენ თავიანთი სამხედრო ფორმით, რისკავენ თავიანთ სიცოცხლეს ერაყის გასათავისუფლებლად. კოალიციაში შემავალი ქვეყნების წარმომადგენლებიც რისკავენ თავიანთ სიცოცხლეს ერაყის გასათავისუფლებლად. და ამერიკული ფულის ხარჯვა აირეკლავს იმ ფაქტს, რომ ამერიკელი და სხვა ჯარსიკაცები თავიანთ სიცოცხლეს რისკავენ". იმავდროულად ბუშმა გამოთქვა იმედი, რომ რუსეთი, საფრანგეთი, გერმანია და სხვა ქვეყნები თანახმა იქნებიან ერაყის ვალების ჩამოწერაზე - ეს ვალები მილიარდობით დოლარს შეადგენს. ხუთშაბათს უფრო ადრე გავრცელებული ინფორმაციით, გერმანიის კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა და გაეროს გენერალურმა მდივანმა კოფი ანანმა გააკრიტიკეს ვაშინგტონის გადაწყვეტილება ერაყში სარეკონსტრუქციო სამუშაოების საკითხზე.
XS
SM
MD
LG