Accessibility links

logo-print

ღაზის სექტორში 6 პალესტინელი დაიღუპა


ღაზის სექტორში 6 პალესტინელი დაიღუპა შეტაკებაში, რომელიც ისრაელის ჯარების რეიდს მოჰყვა.

ღაზის სექტორში 6 პალესტინელი დაიღუპა შეტაკებაში, რომელიც ისრაელის ჯარების რეიდს მოჰყვა.
ექიმების ინფორმაციით, დაღუპულებს შორის არის ერთი მოზარდი. დაიჭრა 17-მდე ადამიანი. პალესტინური წყაროების თანახმად, დაღუპულები სამოქალაქო პირები არიან. მაგრამ ისრაელის სამხედრო წარმომადგენლები ირწმუნებიან, რომ ორი მაინც იყო შეიარაღებული და მათ რეიდის დროს ცეცხლი დაუშინეს ისრაელის სამხედრო პირებს. პალესტინელების პრემიერ-მინისტრმა აჰმედ კურეიმ რეიდს დანაშაული უწოდა: [კურეის ხმა] "ეს არის დანაშაული, რომელსაც ბოლო უნდა მოეღოს, თუ გვინდა სამშვიდობო პროცესის განახლება. არ შეიძლება პალესტინელის ხალხის წინააღმდეგ ამ საშინელ აგრესიასთან შეგუება."
XS
SM
MD
LG