Accessibility links

logo-print

გერმანიისა და პოლონეთის ლიდერებმა ვერ


გერმანიისა და პოლონეთის ლიდერებმა ვერ მოაგვარეს უთანხმოება ევროკავშირის კონსტიტუციის თაობაზე.

გერმანიისა და პოლონეთის ლიდერებმა ვერ მოაგვარეს უთანხმოება ევროკავშირის კონსტიტუციის თაობაზე.
კანცლერ გერჰარდ შრიოდერისა და პრეზიდენტ ალექსანდრ კავშნევსკის ქვეყნებს შორის უთანხმოებას იწვევს ევროკავშირის კონსტიტუციის პროექტით გათვალისწინებული კენჭისყრის სისტემა, რომლის შესაბამისად მეტი ხმა უნდა მიენიჭოს მრავალრიცხოვანი მოსახლეობის მქონე ქვეყნებს, მათ შორის გერმანიას. როგორც კვაშნევსკიმ ჟურნალისტებს უთხრა, თუ გერმანიის პოზიცია უცვლელია, მაშინ უცვლელია პოლონეთის პოზიციაც. იქვე ის პოლონეთის მიერ ვეტოს უფლების გამოყენებით დაიმუქრა. გერმანია აცხადებს, რომ პროექტის შეცვლას ურჩევნია მისი დამტკიცების გადავადება. ამ პროექტს პარასკევს განიხილავენ ბრიუსელში ევროკავშირის სამიტზე. შრიოდერისა და კვაშნევსკის შეხვედრის მიზანი კი უთანხმოების სამიტამდე მოგვარება იყო.
XS
SM
MD
LG