Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დაღესტანში გაათავისუფლეს ბიჭუნა, რომელიც 3,5


დაღესტანში გაათავისუფლეს ბიჭუნა, რომელიც 3,5 წლის წინ, 11 წლის ასაკში იქნა გატაცებული ოჯახისაგან გამოსასყიდის გამოძალვის მიზნით.

დაღესტანში გაათავისუფლეს ბიჭუნა, რომელიც 3,5 წლის წინ, 11 წლის ასაკში იქნა გატაცებული ოჯახისაგან გამოსასყიდის გამოძალვის მიზნით.
რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, 2000ს წელს გატაცებული ჯამალ გამიდოვი იყო ერთ-ერთი მრავალ ადამიანს შორის, რომლებიც დაღესტანში ბოლო წლებში გახდნენ გატაცების მსხვერპლი. მის გასათავისუფლებლად გამტაცებლები მილიონ დოლარზე მეტს მოითხოვდნენ. ბიჭუნას მამა იყო დაღესტნის ეკონომიკის მინისტრი გამიდ გამიდოვი, რომელიც 1997 წელს სამინისტროში ბომბის აფეთქების შედეგად დაიღუპა. პოლიციამ ბიჭუნას შემთხვევით მიაგნო გუშინ, ხასავიურტის მახლობლად სახლების გაჩხრეკისას.
XS
SM
MD
LG