Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველომ უშიშროების სპეცრაზმი გააგზავნა ქართულ-ოსური


საქართველომ უშიშროების სპეცრაზმი გააგზავნა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში. თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივან ნიკა ლალიაშვილის განმარტებით,

საქართველომ უშიშროების სპეცრაზმი გააგზავნა ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონაში. თავდაცვის სამინისტროს პრეს-მდივან ნიკა ლალიაშვილის განმარტებით,
ეს იყო ზომა, მიმართული რუსეთიდან სურსათისა და საწვავის კონტრაბანდის წინააღმდეგ. ლალიაშვილმა აღნიშნა ასევე, რომ ეს ზომა შეთანხმებული იყო სამხრეთ ოსეთში განთავსებულ რუს მშვიდობისდამცველებთან. მაგრამ ცხინვალში სეპარატისტების მთავრობამ გააკრიტიკა ქართული უშიშროების სპეცრაზმის ოპერაცია, რომელიც ცხინვალთან შეთანხმებული არ ყოფილა. სეპარატისტების უშიშროების საბჭოს თავმჯდომარე ჯემალ კარკუსოვის თქმით, თბილისს უნდა შეეტყობინებინა დაგეგმილი ზომის შესახებ.
XS
SM
MD
LG