Accessibility links

12 დეკემბერს თბილისის დროით 18


12 დეკემბერს თბილისის დროით 18 საათზე დასრულდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო მხარდამჭერთა სიების წარდგენის ვადა.

12 დეკემბერს თბილისის დროით 18 საათზე დასრულდა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში პრეზიდენტობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის საჭირო მხარდამჭერთა სიების წარდგენის ვადა.
ასეთი სიები, რომელშიც, სულ ცოტა 50 ათასი მოქალაქის ხელმოწერა უნდა ყოფილიყო, შვიდმა პირმა წარადგინა. მათ ვინაობას სიების სიდიდის მიხედვით ჩამოვთვლი. მაშ ასე, პრეზიდენტობის სურვილი განაცხადეს და მხარდამჭერთა სიები დათქმულ ვადაში წარმოადგინეს: მიხეილ სააკაშვილმა, იგორ გიორგაძემ, თემურ შაშიაშვილმა, როინ ლიპარტელიანმა, ზაზა სიხარულიძემ, ზურაბ ქელეხსაშვილმა, ქართლოს ღარიბაშვილმა. მხარდამჭერთა სიების გადამოწმების შემდეგ, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ პრეზიდენტობის კანდიდატები რეგისტრაციაში 17 დეკემბრამდე უნდა გაატაროს. 4 იანვრის საპრეზიდენტო არჩევნებს ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის ეგიდით 24 გრძელვადიანი და 450 მოკლევადიანი მეთვალყურე დაესწრება.
XS
SM
MD
LG