Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარასკევს, გამთენიისას თბილისის აეროპორტში დააკავეს


პარასკევს, გამთენიისას თბილისის აეროპორტში დააკავეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია. სააგენტოები საზღვრის დაცვის სახელმწიფო

პარასკევს, გამთენიისას თბილისის აეროპორტში დააკავეს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი მერაბ ჟორდანია. სააგენტოები საზღვრის დაცვის სახელმწიფო
დეპარტამენტის წარმომადგენელზე დაყრდნობით იუწყებიან, რომ მერაბ ჟორდანია მესაზღვრეებმა დილის 5 საათსა და 20 წუთზე დააკავეს და რომ მან სასაზღვრო კონტროლის გავლის გარეშე გადაკვეთა საზღვარი. საზღვრის დაცვის დეპარტამენტის წარმომადგენელი ადასტურებს, რომ მის უწყებას ჰქონდა ინფორმაცია ჟორდანიას მიერ ქვეყნის შესაძლო დატოვების თაობაზე. მერაბ ჟორდანიას ყოფილი მეუღლე მაკა ასათიანი უარყოფს ამ ვერსიას და აცხადებს, რომ მერაბ ჟორდანია არ აპირებდა თბილისიდან გამგზავრებას, რომ ის ორი დღის წინ დაბრუნდა ევროპიდან და აეროპორტში ყოფილი მეუღლის დედისა და დის შვილის გასაცილებლად მივიდა და რომ მას, როგორც ავიაკომპანიის თანამფლობელს, ჰქონდა თვითმფრინავთან მისვლის უფლება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი ირაკლი განუგრავა აცხადებს, რომ მერაბ ჟორდანია განთავისუფლდება, თუკი ნებაყოფლობით დაფარავს თანხას, რომლის მითვისებაშიც მას ედება ბრალი.
XS
SM
MD
LG