Accessibility links

logo-print

პარასკევს "როლინგ სტოუნზის" სოლისტ მიკ


პარასკევს "როლინგ სტოუნზის" სოლისტ მიკ ჯაგერს, ლეგენდარული ანსამბლის დაარსებიდან 40 წლის შემდეგ ბუკინგემის სასახლეში სერის წოდება მიენიჭა. ცერემონია დიდი

პარასკევს "როლინგ სტოუნზის" სოლისტ მიკ ჯაგერს, ლეგენდარული ანსამბლის დაარსებიდან 40 წლის შემდეგ ბუკინგემის სასახლეში სერის წოდება მიენიჭა. ცერემონია დიდი
ბრიტანეთის პრინცმა წარმართა. მიკ ჯაგერი ძალიან კმაყოფილია მომხდარით. თუმცა, ბევრი თვლის, რომ ჯაგერისთვის ასეთი წოდების მინიჭება ბრიტანეთის ისტაბლიშმენტს ეწინააღმდეგება. თავად სერ მიკ ჯაგერს კი მიაჩნია, რომ ისტაბლიშმენტი მისი ძველი გაგებით აღარ არსებობს და საერთოდ, ჯაგერი თვლის, რომ ასეთი მოვლენა ადამიანმა ზედმეტად სერიოზულად არ უნდა აღიქვას. მიკ ჯაგერს ცერემონიაზე 92 წლის მამა და თავისი ორი ქალიშვილი ახლდა. იმავე დღეს, სტრასბურგში მიკ ჯაგერის ყოფილი მეუღლე - ბიანკა ჯაგერი ევროპის საბჭოს მიერ სიკვდილით დასჯის წინააღმდეგ ბრძოლაში კეთილი ნების ელჩად დასახელდა.
XS
SM
MD
LG