Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პარასკევს დილით შეერთებულ შტატებში, კლივლენდის


პარასკევს დილით შეერთებულ შტატებში, კლივლენდის კლინიკაში გარდაიცვალა აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი. ვაშინგტონში აზერბაიჯანის საელჩოს პოლიტიკური მრჩეველი

პარასკევს დილით შეერთებულ შტატებში, კლივლენდის კლინიკაში გარდაიცვალა აზერბაიჯანის ყოფილი პრეზიდენტი ჰეიდარ ალიევი. ვაშინგტონში აზერბაიჯანის საელჩოს პოლიტიკური მრჩეველი
თაჰირ თაღი-ზადემ ჩვენს რადიოსთან ინტერვიუში დაადასტურა ალიევის გარდაცვლაების ცნობა: [თაღი-ზადეს ხმა] "ეს არის უდიდესი დარტყმა მთელი აზერბაიჯანული საზოგადოებრიობისთვის, მთელი აზერბაიჯანისთვის. მაგრამ ვფიქრობ, რომ ქვეყანა ყველაფერს გაუძლებს და ეს იქნება პრეზიდენტ ალიევის მემკვიდრეობის ხსოვნა". ჰეიდარ ალირზა ოღლუ ალიევი 1923 წლის 10 მაისს დაიბადა ქალაქ ნახიჩევანში. ჰეიდარ ალიევი განთლებით ისტორიკოსი გახლდათ. 1969 წლიდან 1982 წლამდე ის აზერბაიჯანის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად და რესპუბლიკის ლიდერად მოღვაწეობდა. ის ოცი წლის განმავლობაში იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და ხუთი წლის განმავლობაში უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. 1987 წელს მან უარი თქვა კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პოლიტბიუროს წევრობაზე. 1991 წელს ჰეიდარ ალიევმა დატოვა კომუნისტური პარტია. 1993 წლიდან 2003 წლის შემოდგომამდე ჰეიდარ ალიევი აზერბაიჯანის პრეზიდენტი იყო.
XS
SM
MD
LG