Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სირიის ნავთობმრეწველობის მინისტრმა იბრაჰიმ ჰადადიმ


სირიის ნავთობმრეწველობის მინისტრმა იბრაჰიმ ჰადადიმ განაცხადა,

სირიის ნავთობმრეწველობის მინისტრმა იბრაჰიმ ჰადადიმ განაცხადა,
რომ შეერთებულ შტატებში მიღებული ახალი კანონი, რომელიც სანქციების მიღებას ითვალისწინებს დამასკოს წინააღმდეგ სირიაში მოქმედ ამერიკულ კომპანიებს დააზარალებს პირველ რიგში და არა თავად სირიას. კანონი, რომელსაც პარასკევს მოაწერა ხელი პრეზიდენტმა ბუშმა, სირიაში ექსპორტისა და კაპიტალდაბანდების შეზღუდვას, აგრეთვე ამერიკის ბანკებში სირიის ანაბრეზე ყადაღის დადებას ითვალისწინებს. სანქციების მიზანია სირია დასაჯოს ტერორისტებთან კავშირების, ერაყში მეამბოხეთა ფარული მხარდაჭერისა და ძალისხმევისთვის, რაც მასობრივი განადგურების იარაღის შეძენისკენაა მიმართული. სირია უარყოფს ამ ბრალდებებს. ამერიკის კონგრესის გადაწყვეტილება ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრმა აჰმედ მაჰერმა გააკრიტიკა.
XS
SM
MD
LG