Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაურმა ჰამიდ


ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაურმა ჰამიდ კარზაიმ გამოთქვა იმედი,

ავღანეთის გარდამავალი მთავრობის მეთაურმა ჰამიდ კარზაიმ გამოთქვა იმედი,
რომ სრულიად ავღანეთის დიდი საბჭო ლოია-ჯირგა, რომელიც კვირას გაიხსნება ქაბულში, ქვეყნის ახალ კონსტიტუციას, აგრეთვე საყოველთაო არჩევნების ჩატარების ვადებს დაამტკიცებს. კარზაიმ განაცხადა, რომ არჩევნები ავღანეთში მომავალი წლის ივნისში გაიმართება. ევროპის კავშირმა გამოთქვა იმედი, რომ ავღანეთის კონსტიტუცია დემოკრატიულ პრინციპებზე იქნება დაფუძნებული და ქვეყანაში ადამიანის უფლებების, მათ შორის მამაკაცებისა და ქალების თანასწორუფლებიანობას უზრუნველყოფს. თუმცა, უფლებადამცავი ორგანიზაცია "საერთაშორისო კრიზისული ჯგუფი" აცხადებს, რომ ახალი კონსტიტუციის პროექტში არაა კონკრეტულად განსაზღვრული უფლებამოსილებათა განაწილება ქაბულსა და პროვინციებს შორის.
XS
SM
MD
LG