Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში განთავსებული ამერიკის შეიარაღებული ძალების


ერაყში განთავსებული ამერიკის შეიარაღებული ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა რიკარდო სანჩესმა განაცხადა,

ერაყში განთავსებული ამერიკის შეიარაღებული ძალების სარდალმა, გენერალ-ლეიტენანტმა რიკარდო სანჩესმა განაცხადა,
რომ ამერიკელი სამხედროები წარმატებით აძევებენ ერაყის ტერიტორიიდან ირანის ოპოზიციური დაჯგუფების, "სახალხო მოჯაჰედების" რაზმებს. სანჩესის თქმით, ამჟამად ხსენებული დაჯგუფების 4 ათასმდე წევრია დაპატიმრებული. თეირანი მიესალმა ამერიკელი სამხედროების ამ ქმედებას. სადამ ჰუსეინის მმართველობის პერიოდში "სახალხო მოჯაჰედები" შეიარაღებულ თავდასხმებს აწყობდნენ ირანში ერაყის ტერიტორიიდან. რიკარდო სანჩესმა განაცხადა ამასთანავე, რომ უკანასკნელ დროს ერაყში შემცირდა კოალიციის ძალებზე თავდასხმების რიცხვი.
XS
SM
MD
LG