Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყში მოქმედი კოალიციის ჯარების სარდალმა


ერაყში მოქმედი კოალიციის ჯარების სარდალმა გენერალმა რიკარდო სანჩესმა

ერაყში მოქმედი კოალიციის ჯარების სარდალმა გენერალმა რიკარდო სანჩესმა
ჟურნალისტებს სადამ ჰუსეინის დაკავების რამდენიმე დეტალი აუწყა.[რიკარდო სანჩესის ხმა] "შაბათს, საღამოს რვა საათისთვის, ქვეითთა მეოთხე დივიზიის სამხედრო მოსამსახურეებმა, კოალიციის საგანგებო დანიშნულების ნაწილებთან ერთად, ჩაატარეს ოპერაცია საკოდო სახელწოდებით "წითელი აისი", რომელიც მიზნად ისახავდა ერაყის ყოფილი დიქტატორის, სადამ ჰუსეინის დაჭერას." გენერალ სანჩესის თქმით, შენობის სარდაფში აღმოჩენილ იქნა მცირე ზომის სამალავი, რომელში შესასვლელიც აგურებითა და ნაგვით იყო ჩახერგილი. როგორც გენერალმა თქვა, სადამ ჰუსეინი ამ სოროს სიღრმეში იმალებოდა. [რიკარდო სანჩესის ხმა] "ოპერაციის მსვლელობაში არავინ დაშავებულა და ერთი გასროლაც არ გაკეთებულა. ჰუსეინს წინააღმდეგობა არ გაუწევია და გამოავლინა მზადყოფნა, შეკითხვებზე პასუხი გაეცა." ჰუსეინის პატიმრობის ადგილზე არაფერს იტყობინებიან.
XS
SM
MD
LG