Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ერაყის მოსახლეობის დიდი ნაწილი და


ერაყის მოსახლეობის დიდი ნაწილი და მეზობელი ქვეყნების ლიდერები მიესალმებიან ცნობას სადამ ჰუსეინის დაპატიმრების შესახებ.

ერაყის მოსახლეობის დიდი ნაწილი და მეზობელი ქვეყნების ლიდერები მიესალმებიან ცნობას სადამ ჰუსეინის დაპატიმრების შესახებ.

ერაყის მმართველი საბჭოს მორიგე თავმჯდომარემ აბდულ აზიზ ალ-ჰაქიმმა განაცხადა, რომ სადამ ჰუსეინის დაპატიმრება მნიშვნელოვანია არა მარტო ერაყელი ხალხისთვის, არამედ ყველასთვის, რადგან ჰუსეინმა თავისი მმართველობის მანძილზე არაერთი დანაშაული ჩაიდინა კაცობრიობის წინაშე. ირანის ვიცე-პრეზიდენტმა მოჰამედ ალი აბატიმ კმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ სადამ ჰუსეინი მართლმსაჯულების წინაშე წარდგება ირან-ერაყის ომის პერიოდში, ანუ 1980-88 წლებში ჩადენილი დანაშაულებისთვის. სადამ ჰუსეინის დაპატიმრებას მიესალმნენ არაბთა ლიგა და იორდანიაც, რომელთა განცხადებით, ეს ერაყის სტაბილიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია.
XS
SM
MD
LG