Accessibility links

logo-print

ასეულობით ათასი ადამიანი, მათ შორის


ასეულობით ათასი ადამიანი, მათ შორის რამდენიმე სახელმწიფოს მეთაური შეიკრიბა

ასეულობით ათასი ადამიანი, მათ შორის რამდენიმე სახელმწიფოს მეთაური შეიკრიბა
დღეს აზერბაიჯანის დედაქალაქში ქვეყნის ყოფილის პრეზიდენტის ჰეიდარ ალიევის დაკრძალვის ცერემონიაზე. შეერთებული შტატების მთავრობას ბაქოში სახელმწიფო დეპარტამენტის მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ელიზაბეთ ჯონსი წარმოადგენდა. საპატიო სტუმრებს შორის იყვნენ: რუსეთის, უკრაინისა და ყაზახეთის პრეზიდენტები, ირანის ვიცე-პრეზიდენტი. ვლადიმირ პუტინმა ჰეიდარ ალიევის დაკრძალვის ცერემონიაზე განაცხადა: [პუტინის ხმა] "ჰეიდარ ალიევიჩთან ბოლო ოთხი წლის მანძილზე ძალიან თბილი პირადი ურთიერთობა მქონდა. მე არა მხოლოდ დიდ პატივს ვცემდი მას, არამედ მე მის მიმართ სიყვარულით ვიყავი განწყობილი. ამიტომაც, პირადად ჩემთვის და ჩვენი სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობებისთვის ეს დიდი დანაკლისია". ორშაბათს ბაქოში ჩავიდნენ აგრეთვე საქართველოს მოქმედი პრეზიდენტი ნინო ბურჯანაძე, საგარეო საქმეთა მინისტრი თედო ჯაფარიძე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე, პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი მიხეილ სააკაშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ლიდერი ასლან აბაშიძე.
XS
SM
MD
LG